სამოქალაქო ჩართულობის და ციფრული სამოქალაქო აქტივობის სტიპენდიები — თქვენი საქმიანობა 5,000 ევროთი დაფინანსდება
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის მე-7 ფაზა დაიწყო. პროგრამა აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტებს და სამოქალაქო აზროვნების მქონე მოქალაქეებს სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიატების ქსელში გასაერთიანებლად იწვევს.
სასტიპენდიო პროგრამების ძირითადი მიზანი იმ ადამიანების მხარდაჭერაა, რომლებიც თავიანთ საზოგადოებაში დადებითი სოციალური ცვლილებებისთვის იღვწიან. სტიპენდიების გაცემის შედეგად ისინი შეძლებენ, მეტად ეფექტიანად ითანამშრომლონ ამა თუ იმ თემთან თუ სახელისუფლებო ორგანოსთან და წვლილი შეიტანონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების განხორციელებაში.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ სპეციალურად მათ ინტერესებზე მორგებული ტრენინგი და ქოუჩინგი. გარდა ამისა, მათ აქტივობათა განსახორციელებლად და საჭირო კავშირების დასამყარებლად 5,000 ევრო გადაეცემათ.
კონკურსი ცხადდება ორი სახის — სამოქალაქო ჩართულობისა და ციფრული სამოქალაქო აქტივობის სტიპენდიებზე. ეს უკანასკნელი განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ისეთი ექსპერტებისთვის, როგორებიც არიან ინჟინერ-პროგრამისტები, მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და დიზაინერები, რომლებიც ტექნოლოგიებს საზოგადოების სასარგებლოდ იყენებენ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი, კარგად ფლობს ინგლისურ ენას, თვალსაჩინოდ მოღვაწეობს სამოქალაქო საზოგადოებრივი საქმიანობის თუ აქტივიზმის სფეროში ან აქვს სურვილი, საზოგადოებრივი საჭიროებები ტექნოლოგიური გადაწყვეტებით დააკმაყოფილოს.
განაცხადების შეტანა შესაძლებელია 2022 წლის 15 ოქტომბრამდე. სტიპენდიების გაცემა კი 2023 წლის იანვრისთვისაა დაგეგმილი.
პროექტს 2017 წლიდან მოყოლებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო პროგრამა ახორციელებს. მის ფარგლებში ყოველწლიურად სამოქალაქო საზოგადოების 20 ახალგაზრდა აქტივისტი/ლიდერი ირჩევა. ამჟამად პროგრამა გაფართოების ფაზაში შედის და მისი მიზანი სამი წლის განმავლობაში დამატებით 120 სტიპენდიატის შერჩევა და მხარდაჭერაა.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]