სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი“ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საპროექტო განაცხადების მომზადებისთვის საჭირო უნარების განმავითარებელ ვებინარზე იწვევს.
ონლაინტრენინგი ოთხი ერთსაათიანი ვებინარისგან შედგება. ვებინარებზე ევროკავშირის დაფინანსების მოსაპოვებლად საჭირო საპროექტო განაცხადის მომზადების მთელი პროცესი მიმოიხილება.
თითოეულ ვებინარზე დამსწრეებს ასევე შეეძლებათ, რომ ექსპერტს საპროექტო განაცხადის შექმნის თაობაზე დაუსვან კითხვები.
ვებინარები გაიმართება 13, 15, 17 და 20 მაისს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, ცენტრალური ევროპის დროით (CET).
ვებინარები ჩატარდება Zoom-ით ინგლისურ ენაზე. ოთხივე ვებინარზე დასასწრებლად რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ერთხელაა საჭირო (Zoom-ის სარეგისტრაციო ბმული).
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]