Skip to main content
სასწავლო ვიზიტი გერმანიაში სოციალური მეწარმეობის გასაცნობად სოციალური სფეროს ახალგაზრდა ნოვატორებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან
მაისი 9, 2025

სასწავლო ვიზიტი გერმანიაში სოციალური მეწარმეობის გასაცნობად სოციალური სფეროს ახალგაზრდა ნოვატორებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “GreenHouse for Social Innovators“ („სათბური სოციალური სფეროს ნოვატორებისთვის“) შესანიშნავ შესაძლებლობას სთავაზობს სოციალური მეწარმეობის ადვოკატებს და ახალგაზრდა ლიდერებს საქართველოდან და უკრაინიდან – მათ შეუძლიათ სასწავლო ვიზიტით გერმანიაში გამგზავრება 2025 წლის 22-დან 29 ივნისამდე.

ვიზიტის განმავლობაში გაეცნობით სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემას გერმანიაში, დაამყარებთ კონტაქტებს გერმანელ სოციალურ მეწარმეებთან და შეხვდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელ სოციალური სფეროს ახალგაზრდა ნოვატორებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს წინა მენტორობის პროგრამები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდობის საქმეებზე დასაქმებულ სპეციალისტებს, სოციალურ მეწარმეებს, მეწარმეებისთვის განკუთვნილი ინკუბაციის/აქსელერაციის პროგრამების ხელმძღვანელებს, ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერებს ან ექსპერტებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 35 წელი, და რომლებიც ფლობენ კომუნიკაციის და ადამიანებს შორის ურთიერთობის სათანადო უნარებს.

სასწავლო ვიზიტი ჩატარდება პროექტის “GreenHouse for Social Innovators“ ფარგლებში, რომლის კოორდინაციას ახორციელებენ დორტმუნდში (გერმანია) მდებარე ორგანიზაცია GmbH IBB, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია (GHCA)  და არაკომერციული ორგანიზაცია და სოციალური საწარმო „უკრაინა ნარჩენების გარეშე“. პროექტი ხორციელდება პროგრამის EU4Youth ფარგლებში.

ორგანიზატორები დაფარავენ თქვენს სამგზავრო ხარჯებს, მათ შორის ავიაბილეთების, გერმანიაში ცხოვრების და კვების საფასურს. სასწავლო ვიზიტი ინგლისურ ენაზე ჩატარდება. 

განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 28 მაისი.

დამატებით ინფორმაცია

საკონკურსო განცხადება

დახურვის თარიღი:

მაისი 28, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,