Skip to main content
„შემოქმედებით ევროპა“ მხატვრული თარგმანების მხარდასაჭერად 2025 წელს 40-მდე პროექტს დააფინანსებს
ოქტომბერი 17, 2024

„შემოქმედებით ევროპა“ მხატვრული თარგმანების მხარდასაჭერად 2025 წელს 40-მდე პროექტს დააფინანსებს


ევროკავშირის პროგრამა, „შემოქმედებით ევროპა“ მხატვრული ლიტერატურის ევროპული ნიმუშების თარგმანის, გამოცემის, დისტრიბუციისა და პოპულარიზაციისთვის დაფინანსების მოპოვების მსურველ ორგანიზაციებს კონკურსში იწვევს. 5 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე წლევანდელი კონკურსის ფარგლებში დაახლოებით 40 პროექტი დაფინანსდება. 

ორგანიზაციებს განაცხადების შეტანა შეუძლიათ დამოუკიდებლად ან კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე, სულ მცირე, ორი ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის სახით. თითოეულ პროექტს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს სარედაქციო, სადისტრიბუციო და სარეკლამო სტრატეგია და მოიცავდეს მინიმუმ ხუთი მხატვრული ნაწარმოების თარგმნას. ამ ნაწარმოებთა ავტორები უნდა იყვნენ კონკურსით განსაზღვრული ქვეყნებიდან ერთ-ერთის — მათ შორის საქართველოს — მოქალაქე თუ რეზიდენტი, ან მათი შემოქმედება ამ ქვეყნების ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილად უნდა იყოს აღიარებული. 

განაცხადის შეტანა შესაძლებელია სხვადასხვა ზომის პროექტებისთვის. პროექტი შეიძლება იყოს: მცირემასშტაბიანი  (სულ მცირე, 5 თარგმანი), საშუალომასშტაბიანი (სულ მცირე, 11 თარგმანი) და მსხვილმასშტაბიანი (სულ მცირე, 21 თარგმანი). 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 11 თებერვალი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 11, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,