„შემოქმედებითი ევროპა“: 300,000 ევრომდე დაფინანსება ლიტერატურული თარგმანის პროექტებისთვის
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „შემოქმედებით ევროპის“ ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის მიზანი თარგმანის მხარდაჭერა და ევროპული მხატვრული ლიტერატურის (რომანები, პოეზია, კომიქსები და სხვა) პოპულარიზაცია და გავრცელებაა.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა და მის ფარგლებში 40 პროექტი დაფინანსდება.
დაინტერესებულ ორგანიზაციებს განაცხადების შეტანა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონსორციუმის სახით, რომელიც კონკურსის მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი სულ მცირე ორი ორგანიზაციისგან შედგება. კონკურსში მიიღება მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ენებზე — მათ შორის ქართულად — არის დაწერილი.
განაცხადების შეტანა შესაძლებელია სხვადასხვა მასშტაბის პროექტებისთვის დაფინანსების მისაღებად. ეს შეიძლება იყოს:
- მცირემასშტაბიანი პროექტები 10-მდე წიგნის სათარგმნელად 100,000 ევრომდე დაფინანსების მისაღებად;
- საშუალომასშტაბიანი პროექტები 20-მდე წიგნის სათარგმნელად 200,000 ევრომდე დაფინანსების მისაღებად;
- მსხვილმასშტაბიანი პროექტები სულ მცირე 21 წიგნის სათარგმნელად 300,000 ევრომდე დაფინანსების მისაღებად.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 16 აპრილი.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]