შემოქმედებითი ევროპა უკრაინული კულტურის საზღვარგარეთ წარმომჩენ პროექტს 60,000 ევროთი დააფინანსებს
შემოქმედებითი ევროპა კულტურის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს 60,000 ევროს ოდენობის გრანტის მისაღებად კონკურსში იწვევს. ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც უკრაინულ კულტურას საზღვარგარეთ წარმოაჩენს.
პროექტი უნდა მოიცავდეს მსხვილმასშტაბიან გახსნით ღონისძიებას და დისკუსიებს აღდგენასა თუ განახლებაზე.
განმცხადებელი ორგანიზაციები ოფიციალურად რეგისტრირებულები უნდა იყვნენ უკრაინაში, ევროკავშირში ან შემოქმედებითი ევროპის სხვა ქვეყნებში, რომელთა რიცხვში საქართველოც შედის. განაცხადის შესატანად ორგანიზაციამ უნდა შექმნას ტანდემი უკრაინულ და შემოქმედებითი ევროპის ქვეყნების ორგანიზაციებთან.
ორგანიზაციათა ჯგუფმა ერთად უნდა დაგეგმოს საზიარო კულტურული პროექტი: კინოჩვენება, ფოტოგამოფენა, თეატრალური წარმოდგენა, სამუშაო შეხვედრების სერია ადამიანებზე მორგებული ქალაქების შექმნაზე თუ სხვა.
კონკურსში მონაწილეებს კულტურის, ხელოვნების ან შემოქმედებით სექტორში მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. ტანდემს შეუძლია როგორც ახალი პროექტის განხორციელება, ასევე არსებულის გაგრძელება.
განაცხადები მიიღება 7 აპრილამდე, IZOLYATSIA-ს ონლაინპლატფორმაზე. სამუშაო ენა ინგლისურია.
წესებსა და პირობებზე მეტის გასაგებად და განაცხადის შესახებ კონსულტაციების მისაღებად, შეგიძლიათ დაესწროთ ყოველკვირეულ ონლაინშეხვედრებს, რომლებიც ყოველ სამშაბათს იმართება.
IZOLYATSIA პროგრამას მართავს Malý Berlín-სა (სლოვაკეთი) და Trans Europe Halles-თან (შვედეთი) თანამშრომლობით, ხოლო დაფინანსებას ევროკავშირისგან იღებს.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]