სითითონი: მოიგეთ 10,000 ლარი და განახორციელეთ თქვენი იდეა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იწვევს 16 წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს სითითონში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ზესტაფონსა და სამტრედიაში გაიმართება. ეს ღონისძიება ურბანულ განვითარებას ეძღვნება.
ევროკავშირის და გერმანიის განვითარების სააგენტოს GIZ-ის მიერ მხარდაჭერილი სითითონი, რომლის სლოგანია “Rethink urban space”, 16 ივლისს დაიწყება. ღონისძიება შექმნილია ადგილობრივი ახალგაზრდების, მეწარმეების და ექსპერტების შესაკრებად, რათა მათ განავითარონ ინოვაციური გადაწყვეტილებები ურბანული განახლების, ტურიზმის განვითარების და ეკონომიკური ზრდის მიზნით.
ეს ღონისძიება გაძლევთ საშუალებას დაუკავშირდეთ ექსპერტებს, ინვესტორებს და ცვლილებების განმახორციელებლებს, და მოიგოთ 10,000 ლარი თქვენი იდეების ხორცშესხმის მიზნით.
რეგისტრაციის საბოლოო თარიღია 13 ივლისი.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]