ტარტუს უნივერსიტეტი ონლაინკურსზე, „დემოკრატია და ავტოკრატია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“, მსურველებს იწვევს
ტარტუს უნივერსიტეტი იწყებს მასობრივ ღია ონლაინკურსს (MOOC), „დემოკრატია და ავტოკრატია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“, რომელზე დასწრებაც 2025 წლის 22 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.
კურსის გამვლელები ისწავლიან დემოკრატიული და ავტოკრატიული სისტემების განმსაზღვრელ მახასიათებლებს და გაერკვევიან აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვსი ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტში.
კურსის წარმატებით გამვლელები შეძლებენ, განასხვაონ და ერთმანეთს შეადარონ დემოკრატიული და ავტოკრატიული სისტემები, გააანალიზონ, თუ რა ისტორიულმა ფაქტორებმა განაპირობებს აღმოსავლეთ სამეზობლოს პოლიტიკური სისტემების ფორმირება და გამოიყენონ თავიანთი ცოდნა რეგიონში მიმდინარე სპეციფიკური მოვლენების გასაანალიზებლად.
MOOC-ზე დასწრება უფასოა და ის სრულად ონლაინფორმატში ჩატარდება. კურსის წარმატებით გამვლელებს გადაეცემათ ციფრული სერტიფიკატები და ისინი ასევე 3 ECTS კრედიტს მიიღებენ. კურსი ღიაა როგორც ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის. სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება.
დარეგისტრირების ბოლო ვადაა 2025 წლის 18 სექტემბერი.
MOOC შემუშავდა ტარტუს უნივერსიტეტის ჟან მონეს ცენტრის, „REPAIR“, მიერ, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]