„უჩინართა მიწები“: EU4Climate თბილისში კლიმატის ცვლილების თემაზე გამოფენასა და დისკუსიას უმასპინძლებს
29-30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს თბილისში გამოფენა, The Landscapes of Invisible / უჩინართა მიწები, მოეწყობა. ინიციატივა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებული რეგიონული პროექტის, EU4Climate, ნაწილია.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართული ორგანიზაციები: Collective Failure, Climate Basics და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები. ინიციატივის მიზანია, აღძრას საჯარო დისკუსია კლიმატის ცვლილების საკითხებზე და თანამედროვე ხელოვნების ენით ისაუბროს საქართველოში არსებულ გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების პრობლემებზე.
გამოფენა 29 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიხსნება. 30 სექტემბერს, 15:00 საათზე კი გაიმართება დისკუსია, „კლიმატის კრიზისი: გამოსავლის ძიებაში“.
გამოფენას უმასპინძლებს ვაკის მედიათეკა (ვაკის პარკი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 76, თბილისი).
ღონისძიება ღიაა როგორც მედიისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]