ვიზუალურ ხელოვანებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენერგოეფექტიანობის კამპანიაში იწვევენ
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი“ (GESRP) ვიზუალურ ხელოვანებს ენერგოეფექტიანობის კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
კამპანიის მიზანია, ვიზუალური ხელოვნების საშუალებით აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმ როლზე, რომელსაც ენერგოეფექტიანობა და განახლებად ენერგიათა გამოყენება ასრულებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში.
ხელოვანებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი, კამპანიაში მონაწილეობა შეუძლიათ საპროექტო იდეების წარდგენით შემდეგ კატეგორიებში: ფერწერული ნახატი, სკულპტურა, ვიდეო/ვიდეოინსტალაცია ან ინფოგრაფიკა/ილუსტრაცია.
ფინალური ეტაპისთვის თითოეული კატეგორიიდან სამი ხელოვანი შეირჩევა. თითოეულ მათგანს თავისი ნამუშევრის დასასრულებლად
2,000 ლარი (გადასახადების ჩათვლით) გადაეცემა.
ხელოვნების შერჩეული ნიმუშები კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოიფინება. გამოფენა დაგეგმილია 2024 ივნისში, ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 აპრილი.
კომპანიის, Gopa Intec, მიერ CENN-თან თანამშრომლობით ორგანიზებულ კამპანიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უჭერს მხარს.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]