Skip to main content
ჟურნალისტებს საქართველოდან ბრატისლავაში ოთხდღიან ჰაკათონზე ეპატიჟებიან 
აგვისტო 18, 2025

ჟურნალისტებს საქართველოდან ბრატისლავაში ოთხდღიან ჰაკათონზე ეპატიჟებიან 


ჟურნალისტებს საქართველოდან ეპატიჟებიან Media Blend: StoryHack-ზე – ჰაკათონზე, რომელიც ევროპის სხვადასხვა წერტილში მომუშავე ჟურნალისტებისა და მედიის სფეროს პროფესიონალებისთვის არის განკუთვნილი. ჰაკათონი ამბის თხრობის, როგორც გავლენის მოხდენის, ინოვაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის, წარმოჩენას ეძღვნება.

ჰაკათონი ოთხდღიანი ღონისძიებაა, რომელიც ბრატისლავაში 19-22 ოქტომბერს ჩატარდება და მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ექსპერტებთან და მედიის სფეროს პროფესიონალებთან თანამშრომლობით განავითარონ საკუთარი პროექტის იდეები. ჰაკათონი დასრულდება კონკურსით: პრეზენტაციებისთვის განკუთვნილი სესიით, რომელზეც მონაწილეები თავიანთ იდეებს შესაფასებლად წარმოადგენენ. 

იქნება ეს მონაცემთა ჟურნალისტიკა, ინტერაქტიური რუკები თუ ანიმაციური გრაფიკა – ჰაკათონი მონაწილეებს აჩვენებს, როგორ შეიძლება ისტორიები იყოს არა მხოლოდ მოთხრობილი, არამედ განცდილიც.

Media Blend შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს: 

  • ონლაინსესიებს, რათა პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა ჰაკათონამდე შეძლონ საკუთარი პროექტის იდეების განვითარება და დახვეწა;
  • ჰიბრიდული ფორმატის სიმულაციებს ცალკეულ მონაწილეზე მორგებული უკუკავშირით, რათა  პირველ ეტაპზე შერჩეულმა აპლიკანტებმა პროექტის მართვის უნარების განვითარება შეძლონ;
  • 3,000 ევროს ოდენობის სამოგზაურო გრანტებს, რომლითაც 10 შერჩეული გუნდი სამგზავრო ხარჯების დაფარვას შეძლებს;
  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს ბრატისლავაში თანაგუნდელებთან თანამშრომლობისთვის, რაც პროექტების განვითარებას შეუწყობს ხელს;
  • იდეების ეფექტიანად წარდგენის ტრენინგსა და სპეციალიზებულ მენტორობას ჰაკათონის განმავლობაში;
  • საწყის გრანტებს: 5,000 ევროს 3 გამარჯვებული გუნდიდან თითოეულისთვის, რათა მათ ჰაკათონის დასრულების შემდეგ შემუშავებული პროექტების დაწყება შეძლონ;
  • უფასო ბილეთს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) 2025 წლის მსოფლიო კონგრესსა და მედიის ინოვაციების ფესტივალზე ვენაში (23–25 ოქტომბერი), რომელიც მონაწილეებს ევროპული მედიის სფეროს ყველაზე ინოვაციურ პროფესიონალებთან დააკავშირებს.

კონკურსს ფონდი, The Fix Foundation, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის მედიაინოვაციის პროექტის ფარგლებში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აგვისტო 31, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,