ახალი ევროპული ბაუჰაუსის 2025 წლის კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
ევროკომისიამ ახალი ევროპული ბაუჰაუსის რიგით მეხუთე კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიზანიც ახალი ევროპული ბაუჰაუსით (NEB) შთაგონებული ინოვაციისა და შემოქმედებითი საქმიანობის დაფასებაა.
NEB-ის პრიზები გადაეცემა ინდივიდების, გუნდებისა თუ ორგანიზაციების გამორჩეულ პროექტებსა და იდეებს. კონკურსი ევროპასა და მის საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ინოვატორ, შემოქმედებით და ცვლილებების მომტან ადამიანებს იწვევს. მათ უნდა წარადგინონ პროექტები და იდეები, რომელთაც ადამიანთა ცხოვრების გარდაქმნა გარემოსთან ურთიერთქმედებით შეუძლია.
აპლიკანტები შეიძლება იყვნენ ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების რეზიდენტები, თუკი მათი პროექტები და კონცეფციები ევროკავშირში, დასავლეთ ბალკანეთში ან უკრაინაში ხორციელდება.
2025 წელს NEB-ის პრიზები შემდეგ კატეგორიებში გაიცემა:
- ბუნებასთან კავშირის აღდგენა;
- მიკუთვნებულობის შეგრძნების დაბრუნება;
- იმ ადგილებისა და ადამიანების პრიორიტეტად დასახვა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ;
- წრიული ინდუსტრიული ეკოსისტემის ფორმირება და სასიცოცხლო ციკლზე ორიენტირებული მიდგომის მხარდაჭერა.
ამ ოთხი კატეგორიიდან თითოეული ორ პარალელურ მიმართულებად იყოფა:
- მიმართულება A: „ახალი ევროპული ბაუჰაუსის ჩემპიონები“ დაეთმობა მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს მკაფიო და დადებითი შედეგებით.
- მიმართულება B: „ახალი ევროპული ბაუჰაუსის ამომავალი ვარსკვლავები“ დაეთმობა 30 წლის ან უფრო ახალგაზრდა ინოვატორების მიერ წარდგენილ კონცეფციებს. ეს კონცეფციები განვითარების სხვადასხვა საფეხურზე შეიძლება იყოს – იქნება ეს იდეა განსაზღვრული გეგმით თუ პროტოტიპი.
2025 წლის პრიზები ჯამში 22 გამარჯვებულსა და მეორეადგილოსანს გადაეცემა. ისინი მიიღებენ 30,000 ევრომდე ოდენობის ფულად ჯილდოებს და კომუნიკაციის პაკეტს, რაც მათ პროექტებისა და კონცეფციების განვითარებასა და რეკლამირებაში დაეხმარებათ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 თებერვალი. აპლიკანტებმა განაცხადები ახალი ევროპული ბაუჰაუსის კონკურსის ოფიციალურ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ.
დამატებითი ინფორმაცია
MOST READ
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]