Skip to main content

უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში

აღწერა
პროექტის მიზანია, გააძლიეროს ადამიანის უსაფრთხოება საქართველოში, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანოების, ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით. კერძოდ, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ზედამხედველობის დამოუკიდებელი ორგანოების გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სამართლიანობის და ადამიანის უფლებების დაცვას. პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან:
1. სახალხო დამცველის აპარატი – იცავს მოქალაქეთა უფლებებს;
2. სპეციალური საგამოძიებო სამსახური – იძიებს თანამდებობის პირების მხრიდან არასათანადო მოპყრობას;
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – მონიტორინგს უწევს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას;
4. პარლამენტი (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი) – აკონტროლებს უსაფრთხოების პოლიტიკას;
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური – უზრუნველყოფს სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალობას;
პროექტის დაინტერესებულ მხარეებს ასევე წარმოადგენენ: სამართალდამცავი ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და აკადემიური სფერო.
მიზნების მისაღწევად დაგეგმილია:
• ძირითადი ბენეფიციარების გაძლიერება - ტრენინგებისა და რესურსების უზრუნველყოფა;
• კოორდინაციის გაუმჯობესება – სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - საზოგადოების ინფორმირება უსაფრთხოების ზედამხედველობის შესახებ;
• ნდობის ჩამოყალიბება – სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მოქალაქეთა ნდობის გაზრდა, გამჭირვალობის საშუალებით;

კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის საერთო მიზანი:
პროექტის მთავარი მიზანია მოქალაქეების დაცულობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება საქართველოში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აქტორების ქმედებების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფით. ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ უფრო გამჭვირვალე და სანდო უსაფრთხოების გარემო.
კონკრეტული მიზნები:
- დამოუკიდებელი ზედამხედველობის ორგანოების გაძლიერება - ძირითადი ბენეფიციარების: სახალხო დამცველის აპარატის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქციებისა და შესაძლებლობების გაძლიერება.
- ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა - უზრუნველყოს, რომ ზედამხედველობის ორგანოები იცავენ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საუკეთესო პრაქტიკას და საერთაშორისო სტანდარტებს.
- უსაფრთხოების აქტორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება - სამართალდამცავ უწყებებს, ზედამხედველობის ორგანოებსა და სხვა შესაბამის ორგანიზაციებს შორის, უკეთესი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა;
- უსაფრთხოების სექტორის ფუნქციონირების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა - ხელი შევუწყოთ, გადაწყვეტილებების მიღებისა და რესურსების განაწილების ღიაობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
- საზოგადოების ინფორმირებულობისა და ნდობის ამაღლება - მოქალაქეებს გავაცნოთ მათი უფლებები და ზედამხედველობის მექანიზმები, ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ შეუძლიათ მათ პასუხისმგებლობის მოთხოვნა უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელისგან. ეს დაეხმარება საზოგადოებას, გაზარდოს ნდობა სისტემის მიმართ.
საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს უფრო უსაფრთხო, უფრო ანგარიშვალდებული გარემო ყველა მოქალაქისთვის ზედამხედველობის მექანიზმებით, რომლებიც იცავენ სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტებს.
მოსალოდნელი შედეგები
გაძლიერებული შესაძლებლობები: სახალხო დამცველის აპარატი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მონაცემთა დაცვის სამსახური, პარლამენტი (განსაკუთრებით მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი) და სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაიხვეწება შიდა სტრუქტურებისა და პროცედურების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ და გამჭვირვალე ზედამხედველობას.
გაუმჯობესებული ფუნქციები და მანდატები: ზედამხედველობის ორგანოების ფუნქციები და მანდატები იქნება მორგებული ევროპულ საუკეთესო პრაქტიკებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ანგარიშვალდებულობისა და სამართლიანობის უმაღლესი სტანდარტები.
გაუმჯობესებული კოორდინაცია: უკეთესი კოორდინაცია ზედამხედველობის ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას შორის, გააძლიერებს თანამშრომლობას და მათ ჩართულობას პოლიტიკის განხილვებში.
უკეთესი კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის: გაუმჯობესებული თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებს შორის, დაეხმარება მათ უფრო ეფექტურად მუშაობაში, რაც ხელს შეუწყობს ერთიანი ძალისხმევით უსაფრთხოების გაძლიერებას.
საზოგადოების ინფორმირებულობა: საზოგადოება უკეთ გაეცნობა ზედამხედველობის ორგანოების მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ნდობის ჩამოყალიბებას სამართალდამცავი ორგანოებისა და იმ სისტემებისადმი, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან მათ მიმართ.
პროექტის რუკა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
უსაფრთხოება და კონფლიქტებზე რეაგირება, სამოქალაქო საზოგადოება
თემები:
უსაფრთხოება
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
19.10.2021
დასრულების თარიღი:
17.12.2025
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
426-562

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,