Skip to main content

სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით

აღწერა
REDI - სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის/ინკლუზიის მეშვეობით არის პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და Polish Aid-ის მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებული ციფრული უთანასწორობის შემცირებას გაუმჯობესებული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ციფრული წიგნიერების გზით. პროექტი განხორციელდება საქართველოს 4 რეგიონში, სადაც საჯარო სივრცეებში მოეწყობა ინტერნეტთან წვდომის წერტილები და შეიქმენა ციფრული სოფლის ჰაბები ადგილობრივ მაცხოვრებელთა უნარების განვითარებისთვის.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- სატელეკომუნიკაციო და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში, კონკრეტულად, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში.
- ინტერნეტისა და ციფრული სერვისების გამოყენების გაზრდა ადგილობრივი ბიზნესებისა და სამიზნე თემების მიერ, მათ შორის, სამიზნე რეგიონებში ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში.
- საქართველოს დანარჩენ რეგიონებში სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის რეპლიკაციისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გაზომვის პრაქტიკის გაუმჯობესება.
მოსალოდნელი შედეგები
- გაზრდილი წვდომა Wi-Fi-ზე სამიზნე რეგიონების სოფლებში, მათ შორის მაღალმთიან სოფლებსა და საჯარო სივრცეებში.
- სამიზნე თემების შესაძლებლობების გაძლიერება ციფრულ ინფრასტრუქტურასთან და სათემო ინტერნეტთან მიმართებაში.
- მცირე და საშუალო საწარმოებისა და სამიზნე თემების ცოდნისა და შესაძლებლობების გაღრმავება ინტერნეტისა და შესაბამისი ციფრული სერვისების, მათ შორის, ელექტრონული მმართველობის სერვისების გამოყენებაში,
- ყველაზე დაუცველი ჯგუფების (ახალგაზრდები, ქალები, მოხუცები, უმცირესობები, უმუშევრები და ა.შ.) ინფორმირებულობის გაზრდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ციფრული გზით ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ.
- დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გაზომვის კუთხით საქართველოს რეგიონებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში.
პროექტის რუკა
REDI Kick-off event
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს
ქვესექტორი:
ციფრული (ფართოზოლოვანი, მობილური, eGov, ციფრული ინოვაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები)
თემები:
ციფრული ტრანსფორმაცია
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.12.2023
დასრულების თარიღი:
30.11.2027
ვებსაიტი:
http://participatoryhub.ge
სოციალური მედია:
http://fb.com/solidarityfundge
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
446-060

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,