Skip to main content

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული ძალადობის დაძლევისა და გენდერული თანასწორობისათვის

აღწერა
პროექტის მიზანია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ შექმნან გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი სამოქალაქო სივრცე და დაძლიონ ქალების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების მიმართ ოჯახური/გენდერული ნიშნით ძალადობა. ეს ჯგუფები მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს, აზერბაიჯანელ ქალებს, ლბტ ქალებსა და უკრაინიდან დევნილ ქალებს.
პროექტი ხორციელდება თბილისსა და ხუთ რეგიონში: კახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარა.
პროექტის მოსალოდნელი შედეგებია: ა) ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქვთ გაზრდილი უნარები გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალების, განსაკუთრებით ყველაზე მეტად მოწყვლადი ქალთა ჯგუფების, უკრაინიდან დევნილი ქალების ჩათვლით, პოლიტიკური მონაწილეობის, ეკონომიკური გაძლიერების, დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისათვის; ბ) გენდერული თანასწორობა ინტეგრირებულია განათლების სისტემის ადრეულ საფეხურებზე და პროფესიული საგანმანათლებლო კურიკულუმის კურსებში; გ) ოჯახური და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალებს ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფებიდან ხელი მიუწვდებათ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერაზე.

კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის მიზანია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ შექმნან გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი სამოქალაქო სივრცე და დაძლიონ ქალების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების მიმართ ოჯახური/გენდერული ნიშნით ძალადობა.

პროექტის ამოცანები:
1. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების, უკრაინიდან დევნილი ქალების ჩათვლით, პოლიტიკური მონაწილეობის, ეკონომიკური გაძლიერების, დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით.
2. გენდერულად სენსიტიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის ინტეგრირებით განათლების დაწყებით საფეხურებზე და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურიკულუმის კურსებში.
3. ფსიქოსოციალური მხარდაჭერის გაწევა ოჯახური ძალადობის/გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთათვის განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებიდან.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:
- ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქვთ გაზრდილი უნარები გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალების, განსაკუთრებით ყველაზე მეტად მოწყვლადი ქალთა ჯგუფების, უკრაინიდან დევნილი ქალების ჩათვლით, პოლიტიკური მონაწილეობის, ეკონომიკური გაძლიერების, დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისათვის.
- გენდერული თანასწორობა ინტეგრირებულია განათლების სისტემის ადრეულ საფეხურებზე და პროფესიული საგანმანათლებლო კურიკულუმის კურსებში.
- ოჯახური და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალებს ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფებიდან ხელი მიუწვდებათ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერაზე.
პროექტის რუკა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
სამოქალაქო საზოგადოება
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, ქალები
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.12.2023
დასრულების თარიღი:
30.11.2026
ვებსაიტი:
https://tanadgoma.ge/
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
448-671

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,