Skip to main content

საქართველოში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად

აღწერა
შრომის უსაფრთხოება ეხება ყველა მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა ისინი მუშაობენ ქარხანაში, ოფისში, მაღაზიაში ყიდიან საქონელს თუ საავადმყოფოში უვლიან პაციენტებს. ევროკავშირის შრომის კანონმდებლობა და მისი ეროვნულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიცია ქმნის ჩარჩოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხო სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის როგორც საწარმოებისთვის, ისე დასაქმებული პირებისთვის, რაც წარმოადგენს ჯანმრთელი და პროდუქტიული მუშახელის არსებობის წინაპირობას. დაძმობილების პროექტი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს საქართველოს, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების განხორციელებაში, რაც გულისხმობს შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსთან ეროვნულ კანონმდებლობის დაახლოებას, აღნიშნულის შესახებ ცნობიერების გაზრდას და მათ აღსრულებას, კერძოდ, ა. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პირველადი და მეორეული კანონების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა; ბ. შრომის ინსპექციისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება ახლად მიღებული შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის აღსრულების მიზნით; გ. ცნობიერების ამაღლება შრომის უსაფრთხოების შესახებ ზოგადად მოსახლეობაში და განსაკუთრებით დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის ზოგადი მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების/DCFTA-ს შესრულებაში.
კონკრეტული ამოცანები:
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (MOIDPLHSA), სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის (LIO) და სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, კერძოდ. შრომის უსაფრთხოების ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოებას, ინფორმირებულობას და მათ აღსრულებას.
მოსალოდნელი შედეგები
1. შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
2. შრომის ინსპექციისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება შრომის უსაფრთხოების ახლად მიღებული კანონმდებლობის სრულად აღსრულების მიზნით.
3. კერძო და საჯარო სექტორში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლება
პროექტის რუკა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
თემები:
ჯანმრთელობა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
15.03.2024
დასრულების თარიღი:
14.03.2026
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/Labourinspection/
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
454-073

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,