Skip to main content

QUIS – უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება

აღწერა
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „QUIS - უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება“ მიზანია კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ევროპული სტანდარტების დანერგვას, თავისუფალი ბაზრის კონკურენციის გზით. ზემოთხსენებული ეხმიანება ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას.
პროგრამას ახორციელებს გერმანიის თანამშრომლობა (GIZ), ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან (CzDA) ერთად. ინიციატივის ფარგლებში მოხდება ხარისხის ინფრასტრუქტურის (QI) განვითარება და კერძო სექტორის მხარდაჭერა ევროპული სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად.

პროექტი ითანამშრომლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და შემდგომ უწყებებთან: საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის მიზანია კერძო სექტორის მხარდაჭერა ევროპული სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ევროპული სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიულ და სერტიფიცირების სერვისებზე წვდომის გზით. პროექტი იმუშავებს კერძო შემდეგ სექტორებთან: სამშენებლო მასალები, სათამაშოები და ხის წარმოება, ტანსაცმელი და მოდა, შესაფუთი მასალები და ა.შ. უფრო კონკრეტულად, პროექტი ხელს შეუწყობს აკრედიტირებულ ლაბორატორიებსა და სერტიფიცირების ორგანოებში ევროპული სტანდარტების დანერგვას და დაეხმარება კერძო სექტორს წარმოების პროცესში აღნიშნული ლაბორატორიებისა და სერტიფიცირების ორგანოების სერვისების გამოყენებაში. პროექტის ფარგელბში დაგეგმილია თემატური ტრენინგების და სემინარების ჩატარება, ტექნიკური დახმარება, კერძო-საჯარო თანამშრომლობის გააქტიურება, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის პროგრამების განვითარება, სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ხარისხის მართვის სისტემებში და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების განვითარების ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შედეგები

- პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება: ბიზნეს ასოციაციებისა და მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციების გაძლიერება და ამ გზით ევროპულ რეგულაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, ადგილობრივი მცირე და საშუალო მწარმოებლების პროდუქტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება: ევროპული რეგულაციებისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების, ლაბორატორიებისა და ბიზნეს სერვისების მომწოდებელი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა.
- ცნობიერების ამაღლება: მომხმარებლებისა და კერძო სექტორის ინფორმირება სახელმწიფო რეგულაციების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემაში არსებული კერძო და საჯარო ორგანიზაციების მიერ გაწეული მომსახურების შესახებ.
- მარეგულირებელი და პოლიკიტის ჩარჩოს ოპტიმიზაცია: ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ევროკავშირისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად. ამავდროულად, ეროვნული ხარისხის ინფრასტრუქტურის პოლიტიკის ჩარჩოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საქართველოში წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების სფეროს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.
- ინოვაციისა და ტექნოლოგიის ხელშეწყობა: კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით, ხარისხის მართვის პროცესებში ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ფინანსური დახმარების მექანიზმების შემუშავება.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
ვიდეოები
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ეკონომიკა და ვაჭრობა
თემები:
ბიზნესი, ადგილობრივი განვითარება
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.01.2024
დასრულების თარიღი:
31.12.2026
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/profile.php?id=100094078511377

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
447-157

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,