დაკავშირებულობის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინვესტირების მექანიზმი (EPIC)
აღწერა
დაკავშირებულობის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინვესტირების მექანიზმის (EPIC) მიზანია აღმოსავლეთ სამეზობლოში სატრანსპორტო ქსელების გაუმჯობესება და კავშირის გაძლიერება როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონის შიგნით, ასევე – რეგიონის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის. ის საქართველოს, აზერბაიჯანს, მოლდოვის რესპუბლიკას, სომხეთსა და უკრაინას სთავაზობს უფასო საკონსულტაციო მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლად. EPIC აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს დაეხმარება, ევროკავშირის სტანდარტების დაცვით, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი მიდგომებითა და გარემოს მინიმალური ზიანით განახორციელონ საინვესტიციო პროექტები.
EPIC ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც მართავს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და მსოფლიო ბანკთან (WB) თანამშრომლობით.
EPIC ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც მართავს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და მსოფლიო ბანკთან (WB) თანამშრომლობით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
EPIC-ის ზოგადი მიზანი არის, ხელი შეუწყოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) განხორციელებას აღმოსავლეთ სამეზობლოში და დაეხმაროს რეგიონში დემოკრატიის, კეთილდღეობისა და გაძლიერებული თანამშრომლობის საერთო სივრცის შექმნას. EPIC ემსახურება კავშირის გაუმჯობესებას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონის შიგნით, ასევე – რეგიონის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის.
უფრო კონკრეტულად, EPIC-ის მიზნებია:
● გაწიოს საკონსულტაციო მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) დაკავშირებული პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად, მოსამზადებლად და განსახორციელებლად, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად.
● უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი, კონკრეტული და რეალიზებადი ინვესტიციები დაკავშირებულობის სფეროში.
● გააძლიეროს ადგილობრივი ინსტიტუციური შესაძლებლობები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად მოსამზადებლად და განსახორციელებლად.

მოსალოდნელი შედეგები
კონკრეტული, რეალიზებადი ინვესტიციების უზრუნველყოფა დაკავშირებულობის სფეროში, რათა:
● შემცირდეს მოგზაურობის დრო და ხარჯები
● აღმოიფხვრას დაბრკოლებები
● გაუმჯობესდეს გზების უსაფრთხოება
● მოერგოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს
● შეიქმნას სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებელი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების მოქალაქეებისთვის

პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
Stories
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნისქვესექტორი:
კავშირი (ტრანსპორტი და ენერგეტიკა)თემები:
ტრანსპორტიაღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
მოლდოვა, საქართველოს, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანიპროექტის სტატუსი:
მიმდინარედაწყების თარიღი:
27.12.2021დასრულების თარიღი:
26.12.2028სოციალური მედია:
https://www.facebook.com/EIBinSouthCaucasus/https://www.linkedin.com/company/jaspers-partnership/posts/?feedView=all
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
429-833