Skip to main content

ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის რეფორმების განხორციელებაში დახმარების ტექნიკური ჯგუფი (ფაზა II)

აღწერა
ევროკაშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის რეფორმების განხორციელებაში დახმარების ტექნიკური ჯგუფი“ (ფაზა II), რომელიც ორგანიზაცია ნირასის მიერ ხორციელდება მუშაობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების უზრუნველსაყოფად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რეფორმების, პოლიტიკისა და საკანონმდებლო საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გენდერული მეინსტრიმინგის უზრუნველსაყოფად შემდეგ ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში*, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში.
ჰელპდესკი უზრუნველყოფს ექსპერტულ დახმარებას, შესაძლებლობების განვითარებას, საგანმანათლებლო პროდუქტების შემუშავებას და მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს გენდერულად სენსიტიურ რეფორმებს. ამ გზით ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის რეფორმების განხორციელებაში დახმარების ტექნიკური ჯგუფი აძლიერებს საჯარო ინსტიტუტების შესაძლებლობებს, უზრუნველყონ გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია საჯარო პოლიტიკისა და რეფორმების პროცესში, ასევე ხელს უწყობს ქალთა უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ჩაერთონ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიალოგში მთავრობებთან გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით.

შენიშვნა*: ბელარუსში რეფორმების განხორციელებაში დახმარების ტექნიკური ჯგუფი ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უწევს დახმარებას.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
1. საერთო მიზანი: გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
2. კონკრეტული მიზანი: გენდერული მეინსტრიმინგის გაძლიერება რეფორმების, პოლიტიკისა და საკანონმდებლო საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
მოსალოდნელი შედეგები
1. ინსტიტუციური გაძლიერება: საჯარო ინსტიტუტები აუმჯობესებენ თავიანთ შესაძლებლობებს, რათა მოახდინონ მოახდინონ გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია საჯარო პოლიტიკისა და რეფორმების პროცესში.
2. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება: ქალთა უფლებების დამცველი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აძლიერებენ მათ შესაძლებლობას ჩაერთონ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიალოგში მთავრობებთან.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
ქვესექტორი:
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სათანადო მართვა, ქალები
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
15.08.2024
დასრულების თარიღი:
14.08.2027
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/groups/642338200281272
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
457-595

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,