Skip to main content

მწვანე, ინკლუზიური და ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის

აღწერა
ევროკავშირი და გაეროს ორი სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან (UBA) თანამშრომლობით, ხელს უწყობენ საქართველოს მწვანე, ცირკულარული და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებაში.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროგრამა მიზნად ისახავს ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემების გაძლიერების გზით, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს.
მოსალოდნელი შედეგები
მოსალოდნელი შედეგები:
• მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სქემების გაუმჯობესებული განხორციელება.
• მინიმუმ ოთხი მოქმედი ან არსებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის შესაძლებლობების გაძლიერება და ახლების შექმნა.
• ინკლუზიური ნარჩენების მართვის გეგმებისა და ტექნიკური სახელმძღვანელოების შემუშავება.
• დაფინანსების ზრდა გადამუშავების საქმიანობასა და მწვანე მეწარმეობისთვის.
• ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულბისა და ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებში.
• საინფორმაციო კამპანიები და სკოლების საგანმანათლებლო პროგრამები ნარჩენების შემცირების შესახებ.
• ადგილობრივ დონეზე ნარჩენების შეგროვების, დახარისხებისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
პროექტის რუკა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
ქვესექტორი:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
თემები:
ეკოლოგია, სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი განვითარება
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.07.2025
დასრულების თარიღი:
30.06.2027
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
485-004

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,