Skip to main content

საქართველოს სახიფათო ნარჩენების მართვა

აღწერა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულება მოიცავს სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მოთხოვნას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულად გამოაცხადა ნარჩენების შეგროვება/მართვა და ნარჩენების მართვის არსებული სტრატეგიის რეფორმირენა.
პროექტი ხელს უწყობს საქართველოში სახიფათო ნარჩენების სისტემის განვითარებას და თავაზობს საბაზისო სერვისებს სახიფათო ნარჩენების ინფრასტრუქტურის კუთხით.
პროექტის შედეგად უფრო გასუფთავდება და უსაფრთხო გახდება გარემო, გაუმჯობესდება ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება და შემცირდება ის საფრთხე, რომელსაც სახიფათო ნარჩენების არასწორი მართვა იწვევს.

სახიფათო ნარჩენების შეგროვება, დამუშავება და განკარგვა ევროკავშირის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდებით მოხდება, როგორიცაა, მაგალითად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები, ნარჩენების მიღების კრიტერიუმები ნაგავსაყრელებისთვის, რასაც შედეგად ჰაერის, გრუნტის წყლებისა და ნიადაგის დაბინძურების შემცირება მოჰყვება.
პროექტი ასევე ხელს უწყობს კერძო სექტორს ახალი ბაზრების შექმნის კუთხით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
საქართველოში სიღრმისეული და გარემოს მიმართ მეგობრული სისტემის დანერგვა სახიფათო ნარჩენების მართვის კუთხით, რომელიც სუფთა და უსაფრთხო გარემოს უწყობს ხელს.
მოსალოდნელი შედეგები
- შექმნილი და განვითარებული სახიფათო ნარჩენების სისტემა
- აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შექმნილი ორი ახალი ნარჩენების მართვის დაწესებულება
- ახალი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი სპეციალიზებული მოწყობილობები
- სამეზობლო საკონსულტაციო და რესურს ცენტრები
- დამატებითი გადამუშავების საწარმოების მოწყობა.
Beneficiaries
Solid Waste Management Company of Georgia
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
Solid Waste Management Company of Georgia
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
კავშირი (ტრანსპორტი და ენერგეტიკა)
თემები:
ტრანსპორტი
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
21.12.2018
დასრულების თარიღი:
20.12.2025
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
403-777

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,