Skip to main content

ქალები ბიზნესში (II ფაზა)

აღწერა
ღონისძიება მიზნად ისახავს ქალთა მეწარმეობის, ანუ ბიზნესში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერას ფინანსებზე და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო არაფინანსურ სერვისებზე წვდომის ხელშეწყობით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. პროგრამა მოიცავს ქალებისთვის განკუთვნილ მიზნობრივ საკრედიტო ხაზებს, დანაკარგის ფიქსირებული ოდენობის რისკის დაფარვას და ადგილობრივი ვალუტის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისთვის (PFI). გარდა ამისა, პროგრამა განახორციელებს PFI-ების პოტენციალის გაძლიერებას და ბიზნეს-კონსულტაციებს, ტრენინგებსა და კავშირების დასამყარებელ აქტივობებს მეწარმე ქალებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროგრამის ზოგადი მიზანია უფრო კონკურენტუნარიან და ინკლუზიურ ეკონომიკაზე გადასვლის სტიმულირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა მიერ მართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების როლის გაძლიერებით ეკონომიკაში. ეს გულისხმობს, რომ პროგრამის მიზანია უზრუნველყოს წარმატების მიღწევის რეალური და სამართლიანი პირობები მეწარმე ქალებისთვის ამ ქვეყნებში.

პროგრამის კონკრეტული მიზნებია:
i. დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ქალთა მიერ მართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, მათ შორის პირველი და სტარტაპ-მსესხებლებისთვის, ასევე იმ მსესხებლებისთვის, რომლებიც ბიზნესს მთავარი ურბანული ცენტრების ფარგლებს გარეთ აწარმოებენ
ii. ფინანსური სისტემის დივერსიფიცირება და გაღრმავება პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების (PFI) პოტენციალის გაზრდის საშუალებით მეწარმე ქალთა სეგმენტის მომსახურების მიზნით
iii. გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობის და პირობების გაუმჯობესება ადგილობრივ ვალუტაში რეგიონის ქალთა მიერ მართული საწარმოებისთვის; ეს განხორციელდება ადგილობრივი ფინანსური შუამავლების წახალისებით, რათა მათ აქტიურად მოიზიდონ დაფინანსება ქალთა მიერ მართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და გაზარდონ გრძელვადიანი დაფინანსების მთლიანი მოცულობა, რომელიც სესხის სახით გაიცემა ქალთა მიერ მართულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე.
iv. მეწარმე ქალებისთვის ნოუ-ჰაუსა და ბიზნესის განვითარების ექსპერტულ ცოდნაზე წვდომის გაუმჯობესება, კერძოდ, ციფრული მექანიზმების გამოყენებით, მოცვის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით.
v. უნარების გაუმჯობესება და საკომუნიკაციო ქსელების გაფართოება მეწარმე ქალებისთვის
მოსალოდნელი შედეგები
მოსალოდნელია, რომ პროგრამა გააუმჯობესებს ფინანსების და ნოუ-ჰაუს ხელმისაწვდომობას მეწარმე ქალებისთვის. პროგრამის ზეგავლენის სრულყოფილი სურათის შესაქმნელად ამ პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები აისახება ლოგიკურ ჩარჩოში, რომელიც მოიცავს პროგრამას, როგორც მთლიანობას.
პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია შემდეგი ძირითადი შედეგების მიღება:
• პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისთვის (PFI) ხელმისაწვდომი გახდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი დაფინანსება 
50 000 000 ევროს ოდენობით;
• პროგრამის ფარგლებში მიზნობრივი საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფილი იქნება მინიმუმ 13, და მათ შორის 5 ახალი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი (PFI);
• პროგრამის ფარგლებში ტექნიკურ დახმარებას მიიღებს მინიმუმ 5 ახალი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი (PFI).
• პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ქალთა მიერ მართულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე გამოიყოფა 60 000 000 ევროს ოდენობის დაფინანსება;
• პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტები გასცემენ 3,000 ქვესესხს ქალთა მიერ მართულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე;
• ქალთა მიერ მართული მინიმუმ 264 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმო ისარგებლებს ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურებით მათი საჭიროების და სტრატეგიული პრიორიტეტების საფუძველზე, ხოლო მიღებული სარგებელი გაიზომება პროგრამის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ.
• მინიმუმ 750 ქალი ისარგებლებს ტრენინგებით და მენტორული მხარდაჭერით
• მინიმუმ 950 ქალი ისარგებლებს საკომუნიკაციო კავშირების დამყარებით, ასევე ცნობიერების ამაღლების და საინფორმაციო-საგანმანათლებლო მხარდაჭერით.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
ქვესექტორი:
თემები:
ბიზნესი, აღმოსავლეთ პარტნიორობა, დასაქმება, ადგილობრივი განვითარება, ქალები
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
21.12.2021
დასრულების თარიღი:
21.12.2027
ვებსაიტი:
https://ebrdwomeninbusiness.com
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
430-495

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,