Skip to main content

სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (ERICS-EaP)

აღწერა
შემოთავაზებული ღონისძიების სახელწოდებაა სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (ERICS-EaP). მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის გაძლიერება დემოკრატიულ მმართველობასა და რეფორმების განხორციელებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში. ამ მიზნის შესასრულებლად ERICS-EaP მოიცავს აქტივობების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საჭირო უნარებით, ორგანიზაციული და ფინანსური რესურსებით და რეგიონული ქსელებით, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ მოქნილ და მდგრად დემოკრატიული სუბიექტებად; პრაქტიკულად ეს განხორციელდება ორგანიზაციული და რისკ-სპეციფიკური პოტენციალის შექმნით, ასევე მდგრადობის, ქსელური და სამოგზაურო გრანტების ფორმით გაცემული პირდაპირი დაფინანსებით.
ღონისძიება, რომელიც აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში დაინერგება, უშუალოდ მოიზიდავს და მხარს დაუჭერს 
500-მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას და მათ პერსონალს. აღნიშნული ძირითადად განხორციელდება მესამე მხარის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც ERICS-EaP-ის პროექტის მთლიანი ღირებულების 68.5 პროცენტს შეადგენს.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (CSO) მზადყოფნაში უნდა იყვნენ დესტრუქციული შიდა და რეგიონული პროცესებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და წვლილის შესატანად მათ ქვეყნებში მიმდინარე დემოკრატიზაციის, რეფორმების და აღდგენის პროცესებში:

- აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უნდ ჰქონდეთ ორგანიზაციული პოტენციალი დემოკრატიულ განვითარების და მმართველობის მხარდასაჭერად,
- აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ფინანსური რესურსები საკუთარი მდგრადობის გასაძლიერებლად და ადგილობრივ საზოგადოებრივ თემებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად,
- აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნდა გააფართოვონ რეგიონული კავშირები და თანამშრომლობა, რათა ერთობლივად შეუწყონ ხელი დემოკრატიულ მმართველობას და ევროპულ ღირებულებებს.
მოსალოდნელი შედეგები
- რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური და რესურსული ბაზის გაუმჯობესება;
- რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი სეგმენტების მიზნობრივი მხარდაჭერა მათი პოტენციალის გასაზრდელად ურთიერთობების, ზეგავლენის, ცნობადობის, ანგარიშვალდებულების და მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით;
- სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან და მოსახლეობის ჯგუფებთან ეფექტიანი ურთიერთობის უზრუნველსაყოფად, და სათანადო კავშირების დასამყარებლად ხელისუფლებასთან ყველა დონეზე;
- რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და გაცვლების გააქტიურება სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმების და ქსელების საშუალებით.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
ქვესექტორი:
თემები:
მოქალაქეთა დაცვა, აღმოსავლეთ პარტნიორობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.03.2024
დასრულების თარიღი:
01.03.2027
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
451-753

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,