განათლების რეფორმებისა და უნარების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
აღწერა
განათლების რეფორმებისა და უნარების მხარდაჭერა არის ევროკავშირის პირველი რეგიონული პროგრამა, რომლის მთავარი საკითხია განათლება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. 2.5 მილიონი ევროს დაფინანსების მქონე, სამწლიანი
(2024–26) პროგრამის მიზანია განათლების სისტემების ეფექტიანობის, ხარისხის, სამართლიანობის, თანასწორობისა და შესაბამისობის გაუმჯობესება და განათლების სისტემაში დადებითი, გრძელვადიანი და მდგრადი ცვლილებების განხორციელება სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. პროგრამა სამ ფუძემდებლური პრინციპს ეფუძნება:
1. განათლების სწრაფი დიაგნოსტიკა - ანალიზი მთელი სექტორის მასშტაბით ეფუძნება სამ თემატურ განზომილებას, როგორიცაა: უთანასწორობა, დაფინანსება და მმართველობა.
2. პოტენციალის შექმნა პოლიტიკის განსახორციელებლად - ეს ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც ემყარება განათლების სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდოლოგიას, აძლიერებს დარგობრივი სტრატეგიების ეფექტიანად დანერგვის პოტენციალს და მიზნობრივად არის ორიენტირებული გამოვლენილი პრობლემების გადაწყვეტაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
3. ტრენინგი და კოლეგებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარება რეგიონულ დონეზე - ამ ფუძემდებლური პრინციპის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის საერთო პრობლემებს და აძლიერებს მხარდაჭერას თითოეული ქვეყნის ექსპერტული ცოდნის საფუძველზე.

კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროგრამის ზოგადი მიზანია განათლების სისტემაში თანასწორობის, ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში..
ამ პროგრამის კონკრეტული მიზნებია:
1. განათლების სისტემების მმართველობის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სკოლამდელი ეტაპიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით; ასევე მოიცავს პროფესიული განათლებას/მომზადებას და ზრდასრულთა სწავლებას).
2. მტკიცებულებებზე დამყარებული დაგეგმვის, მართვისა და განხორციელების მონიტორინგის პოტენციალის გაძლიერება განათლების სექტორში.

მოსალოდნელი შედეგები
ამ პროექტით მიღწეული შედეგები, რომლებიც ხელს შეუწყობს შესაბამის კონკრეტულ მიზნებს, არის შემდეგი:
შედეგი 1: ეროვნული განათლების სექტორების დიაგნოსტიკა დასრულებულია (მაქსიმუმ 5) (პირველი ფუძემდებლური პრინციპი).
შედეგი 2: ეროვნული ადმინისტრაციების/ინსტიტუტების გაძლიერებული პოტენციალი განათლების სისტემის მმართველობის, დაფინანსების და დაგეგმვის საკითხებში (მეორე და მესამე ფუძემდებლური პრინციპები).
შედეგი 3: ტრენინგის და კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარების გაუმჯობესებული შესაძლებლობები (მესამე ფუძემდებლური პრინციპი).

პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
Launch of the EU programme 'Supporting Education Reforms & Skills in the Eastern Partnership Region' and peer-learning workshop 'Use of Evidence in Education Policies', Turin, 29-31 May 2024
Regional peer-learning workshop on Teaching Excellence – Empowering Educators, Helsinki and Tallinn,17–20 September 2024
EU Support Initiatives to the Education Sector in Moldova, 19-20 November 2024
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
ქვესექტორი:
თემები:
აღმოსავლეთ პარტნიორობა, განათლება, უნარებიაღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინაპროექტის სტატუსი:
მიმდინარედაწყების თარიღი:
01.01.2024დასრულების თარიღი:
30.12.2026ევროკავშირის პროექტის ნომერი:
ACT-61849