უახლესი ცნობები
ევროკავშირის პროექტები
ევროკავშირი 5000-ზე მეტ მიმდინარე პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ სამეზობლოში როგორც ეროვნული დონეზე (ბილატერალური პროექტები), ისე რამდენიმე ქვეყნის მასშტაბით (რეგიონული პროექტები). ამ პროექტების განხორციელებაში მონაწილეობს მრავალი სხვადასხვა პროფილის პარტნიორი, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები, კერძო კომპანიები, ადგილობრივი ხელისუფლება და განვითარების საკითხებზე მომუშავე სხვა პარტნიორები. ეს ვებგვერდი დროის რეალურ რეჟიმში იძლევა ყველა იმ პროექტის სრულ და კომპლექსურ მიმოხილვას, რომლებიც მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა); გარდა ამისა, ვებგვერდზე მოცემულია ინფორმაცია დასრულებული პროექტების შესახებ.
ფოკუსშია
პროექტების რუკა
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები
#strongertogether
ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობა ახალგაზრდებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომლის მიზანია რეგიონში ცნობიერების ამაღლება ევროკავშირთან თანამშროლობის შესახებ, მხარდაჭერა ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებაში და თანამშრომლობა უკეთესი მომავლისათვის. ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა ამ მიზნისთვის ჩამოყალიბებული აქტიური ევროპული ქსელია, რომელიც აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს და უკრაინის ახალგაზრდებს აკავშირებს ახალგაზრდებთან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში.




