Skip to main content

PGG III: პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის III: (ფაზა III 2023-2027)

აღწერა
პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGG) - ეს არის რეგიონული პროგრამა, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ეროვნული კანონმდებლობის და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად. PGG III ეფუძნება პროგრამის ორი წინა ფაზის მიღწევებს მართლმსაჯულების რეფორმის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. თითოეული ქვეყნისთვის სპეციფიკურ ინტერვენციებთან ერთად დამატებით ტარდება რეგიონული ღონისძიებები პროგრამის პრიორიტეტულ სფეროებში. ყველა ღონისძიება ეფუძნება ევროპის საბჭოს უნიკალურ ექსპერტიზას, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს მიაღწიონ ორგანიზაციის სათანადო სტანდარტებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის სფეროებში. PGG III-ის დაგეგმვაში ასევე გათვალისწინებული იყო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს მიზნები, რომლებიც დაკავშირებულია მათი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან (უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის) და ევროპულ პერსპექტივასთან (საქართველოსთვის).

გარდა ამისა, PGG გააგრძელებს სომხეთის და აზერბაიჯანის მხარდაჭერას, ისევე, როგორც ბელარუსის დემოკრატიულ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მხარდაჭერას.

PGG III მხარს უჭერს შიდა რეფორმების ეფექტიან განხორციელებას დამატებითი ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა მაგალითად, იურიდიული კონსულტაციები (მათ შორის, სწრაფი რეაგირების მექანიზმის (QRM) ფარგლებში მოწოდებული იურიდიული მოსაზრებები), პოტენციალის განვითარების და ცნობიერების ამაღლების აქტივობები ეროვნული ინსტიტუტების პოტენციალის გასაძლიერებლად, ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად PGG-ის მიზნების და მოქალაქეებისთვის მისი სარგებლიანობის შესახებ.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროგრამის ზოგადი მიზანია ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
უფრო კონკრეტულად, პროგრამის მიზანია:
- კანონის უზენაესობის გაძლიერება და სასამართლო სისტემის განმტკიცება.
- ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
- გენდერული თანასწორობის დამკვიდრება, დისკრიმინაციის აკრძალვის ხელშეწყობა და დაუცველი ჯგუფების და ქალთა უფლებების დაცვა.
- ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების მიერ იურიდიული კონსულტაციების გაწევა, რომლებიც დაკავშირებულია პრიორიტეტულ რეფორმებთან სწრაფი რეაგირების მექანიზმის საშუალებით.

PGG-ს საქმიანობა მოიცავს:
- იურიდიულ ექსპერტიზას
- ექსპერტულ დახმარებას და მხარდაჭერას
- ხელმძღვანელობას პოლიტიკის საკითხებში და საკონსულტაციო ინსტრუმენტებს
- პოტენციალის შექმნას
- მენტორობას და ქოუჩინგს
- ინსტიტუციურ განვითარებას ინსტიტუციური ცვლილებების პროცესების მხარდაჭერის გზით
- ცნობიერების ამაღლებას
- ანგარიშების და შედარებითი მონაცემების გამოქვეყნებას პროგრამის მიზნების მიღწევების შესახებ.
მოსალოდნელი შედეგები
1. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესება PGG III-ის პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა მაგალითად, მართლმსაჯულების გაძლიერება, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, თანასწორობის დამკვიდრება და დისკრიმინაციის აკრძალვის ხელშეწყობა, სამართლიანობაზე ქალთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.
2. რეგიონული თანამშრომლობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის, ინფორმაციის და მოწინავე პრაქტიკის ურთიერთგაზიარებას და კავშირების გაღრმავებას.
3. პრიორიტეტული რეფორმებისთვის საჭიროებებზე დაფუძნებული იურიდიული კონსულტაციების გაწევა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც განხორციელდება პარტნიორი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი სწრაფი რეაგირების მექანიზმის საშუალებით.
4. აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში დაინტერესებული მხარეების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პოტენციალის გაძლიერება ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად, ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
ქვესექტორი:
თემები:
კორუფციასთან ბრძოლა, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სათანადო მართვა, ადამიანის უფლებები, სამართალი, ქალები
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.03.2023
დასრულების თარიღი:
28.02.2027
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
441-959

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,