Skip to main content

ჯანმრთელობის მდგრადობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში / კომპონენტი 1: მზადყოფნის და თანამშრომლობის გაუმჯობესება ჯანმრთელობის ძირითადი საფრთხეების გადასაჭრელად

აღწერა
ჯანმრთელობის მდგრადობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში: მზადყოფნის და თანამშრომლობის გაუმჯობესება ჯანმრთელობის ძირითადი საფრთხეების გადასაჭრელად.

ეს არის სამწლიანი ინიციატივა (2025-2027) სახელწოდებით „ჯანმრთელობის მდგრადობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“. ამ ინიციატივის ფარგლებში განხილულ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებს ახორციელებს ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრი (ECDC), ხოლო ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისი ხელმძღვანელობს ამ ინიციატივის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის პერსონალთან დაკავშირებული მიმართულებების განხორციელებას. ინიციატივის ზოგადი მიზანია საკუთარი წვლილის შეტანა ჯანდაცვის სისტემების სამი სტრუქტურული საყრდენის გაძლიერებაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ამ ინიციატივის საშუალებით ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრი (ECDC) ექსპერტული გამოცდილებით უზრუნველყოფს პარტნიორ ქვეყნებს, რათა მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნების მზადყოფნას ჯანმრთელობის სერიოზული საფრთხეებისა და კრიზისების მიმართ, და ამ საფრხეებსა და კრიზისებზე რეაგირებას. ინიციატივის ძირითადი მიზანია ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე შეფასდეს ჯანდაცვის ეროვნული სისტემების კონკრეტული ასპექტები რეალურ გარემოში ჩატარებული სემინარების, სიმულაციური სავარჯიშოების, რეგიონული ტრენინგის ციკლების, ონლაინ ვებინარების, გამოცდილების ურთიერთგაზიარების და ბილატერალური აქტივობების საშუალებით. ეს შეფასებები ხელს შეუწყობს პოტენციალის განვითარებას გამოტანილი დასკვნების საფუძველზე. ჯანდაცვის სისტემების მდგრადობა და მზადყოფნა კიდევ უფრო გაძლიერდება ეროვნული ხელისუფლების მიერ ნომინირებული პროფესიონალების წრესთან თანამშრომლობის გაფართოებით და ცოდნის გაუმჯობესებით რეგიონული რისკების, პრობლემების და მათი გადაწყვეტების თაობაზე.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ძირითადი მიზანი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჯანმრთელობის მდგრადობის გაძლიერება საზღვრისპირა ჯანმრთელობის ძირითადი საფრთხეების მიმართ.

კონკრეტული მიზანი 1:
ჯანდაცვის სისტემების ტესტირება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოტენციალის განვითარება საზღვრისპირა ჯანმრთელობის ძირითად საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით.

კონკრეტული მიზანი 2:
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კავშირ-ურთიერთობების გაძლიერება, და ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება რეგიონული რისკების, ხარვეზების, გამოწვევების და გადაწყვეტების შესახებ ჯანდაცვის სისტემების მდგრადობისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.
მოსალოდნელი შედეგები
1. რეგიონული სიმულაციური სავარჯიშოები;
2. თემატური ვებინარები სპეციალისტების და პრაქტიკოსების ჩამოყალიბებული წრეებისთვის;
3. სემინარები პოტენციალის განვითარებისთვის;
4. რეგიონული საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებს ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის პრობლემებზე მომუშავე ექსპერტებს, დაინტერესებულ მხარეებს და ჯანდაცვის პოლიტიკის და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს;
5. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მზადყოფნის სახელმძღვანელოს შემუშავება და გავრცელება.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
ქვესექტორი:
თემები:
მოქალაქეთა დაცვა, COVID-19, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ჯანმრთელობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, საქართველოს, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
02.12.2024
დასრულების თარიღი:
31.12.2027
სოციალური მედია:

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,